ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა ტრანპორტირებისთვის საჭირო ყალბი სასაქონლო ზედნადების დამზადების და საგუშაგოზე უპრობლემოდ გატარების სანაცვლოდ, მოქალაქეს გამოართვა 5 400 ლარი.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე კონტროლის განხორციელება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის წარმომავლობის შესანიღბად, ტრანსპორტირებისათვის საჭირო, ყალბი სასაქონლო ზედნადების...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ლაგოდეხის მოსახლეობისთვის დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც როგორც კომპანიის ლაბორატორიების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში აღებული წყლის ხარისხის ვარგისიანობის დასკვნები ადასტურებს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, აბონენტებს ძველი დავალიანების დაფარვა გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ.
„რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს, ეს ვერ მოხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით, კომპანიამ მოსახლეობას ვალის 3...
პირველი დავალება, რაც მოგვცეს, ის იყო, რომ სოფელში სკრინინგი უნდა ჩაგვეტარებინა. როგორიც ექიმების ეკიპირებაა, ისეთი აღჭურვილობა მოგვიტანეს, ჩაგვაცვეს და ექიმებთან ერთად, მოსახლეობაში გავედით, - ასე იხსენებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის თემში მერის წარმომადგენლის თანაშემწე, მამუკა ბოლქვაძე პანდემიის დაწყების პირველ დღეებს. ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს სოფლებში მერების წარმომადგენლებს ბევრი ისეთი ფუნქცია დაეკისრათ, რაც მანამდე მათ უფლებამოსილებებში არ შედიოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ...
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ღუდუმიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ დაადასტურა.
რას უკავშირდება დავით ღუდუმიძის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
როგორც უკვე ცნობილია 31 ივლისს ასევე პოსტი დატოვა არჩილ ჯაფარიძემ. მისი განმარტებით, თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
წინა სტატია
არჩილ ჯაფარიძეს თანამდებობის დატოვება პანდემიის დაწყებამდე სურდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ თანმდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძის სურვილი, თანამდებობის დატოვების შესახებ, მისთვის დიდი ხანია ცნობილი...
2020 წლის შემოდგომიდან სოფელ ქინძათში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2,6 მლნ ლარი გამოყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ტენდერი 22 ივლისს გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია ერთ თვეში გამოვლინდება. პროექტის მიხედვით, ახალი სკოლა 150 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და Design-Build-ის მეთოდით დაპროექტდება.
ახალ სკოლაში იქნება 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია; ასევე, სკოლის ეზოში ჭაბურღილი გაკეთდება.
"როსტომ მეფის ქალაქის" სახელით ცნობილი კოშკებისა და გალავნის რეაბილიტაცია დაიწყო. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სამუშაოებს კომპანია "ივერთმშენი" ახორციელებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის სრული აღდგენა, ნაგებობის ეზოში საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა.
სამუშაოების ღირებულება 557 602 ლარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება.
"კასპის...
სახელმწიფო პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" 2019 წელს 1.1 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც "ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს 750 ათას ლარამდე შესწირეს - მონაცემებს "ფლანგვის დეტექტორი" შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევით, 2019 წელს სსიპმა საერთო ჯამში 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით - სასტუმროების ხელშეწყობა.
დაფინანსებული სასტუმროების მესაკუთრეებმა, სხვადასხვა წლებში, “ქართულ ოცნებას” 471 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271 ათასი ლარი შესწირეს.
იმავე...
თითქმის ერთი წელია, რაც მარნეულში, 26 მასის ქუჩაზე, შადრევანზე არსებულ საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. თვეების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი შადრევანიც. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
დაზიანებული წყლის სატუმბი მარნეულის მერიამ უკვე შეაკეთა, რაც შეეხება დეკორატიულ საათს, როგორც მერიაში განმარტავენ, მისი ამუშავება პირველ ეტაპზე ვერ მოხერხდა. ძრავი, რომელიც საათს დაზიანებული აქვს, რთული შესაკეთებელი აღმოჩნდა. არ გამორიცხავენ ახალი საათის ყიდვასაც.
„საათის რეაბილიტაციისთვის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.
ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად 2017 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მუშაობდა.
საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა მოაწერეს.
„ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების“ პროექტისთვის...
ლევან პაპიაშვილი კასპის მერიას ვერ არწმუნებს იმაში, რომ ჩინეთიდან სცენა კორონავირუსის გამო ვერ ჩამოაქვს. პაპიაშვილი კომპანია "გლობალური სერვისებისა და კონსულტაციების ჯგუფის" თავმჯდომარეა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მას ჰქონდა ვალდებულება, რომ კასპის მერიისთვის სცენა 2020 წლის 22 იანვარს ჩაებარებინა, თუმცა, როგორც იგი წერილებში წერს, ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.
კასპის მერიასა და ლევან პაპიაშვილს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში (78 000 ლარი) აღნიშნულია, რომ...
კომპანია "ზუკო მშნენი", რომელიც 2020 წლის 24 ივნისს შეიქმნა, გორში 200 000-ლარიანი სამუშაოების ჩასატარებლად შეარჩიეს. ამის შესახებ ხელშეკრულება 2020 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიაში ამბობენ, რომ პირდაპირი წესით ხელშეკრულების გასაფორმებლად კომპანიებს ბაზრის კვლევის შედეგად არჩევენ. ასევე მოძებნეს "ზუკო მშენი". კომპანიის მუშები 5 სკოლის სველ წერტილში იმუშავებენ. ესენია: ქიწნისის, დიცის, ახრისის, ახალდაბისა და არბოს სკოლები.
მერიაში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ყურბან-ბაირამის დღესასწაულისთვის 300 კილოგრამი საქონლის ხორცი შეიძინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხორცი გამარტივებული შესყიდვით 3 500 ლარად იყიდა. შეჭირვებული ოჯახებისთვის ხორცის შესყიდვის მოთხოვნით ზაურ დარგალს წერილით მიმართა ქალაქ მარნეულში მერის წარმომადგენელმა ელჩინ ჯაფარლიმ.
მარნეულის მერიამ 300 კგ საქონლის ხორცი ინდმეწარმე ჯამილ ხასმამედოვისგან იყიდა. მუნიციპალიტეტი 100 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარება და თითოეულს 3 კგ საქონლის ხორცს დაურიგებს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს, 31 ივლისს, 19:00 საათზე უფლისციხეში წარადგენს.
ამის შესახებ, ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში მოეწყობა რწმუნებულის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შერიგების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, განათლების მინისტრის მოადგილე და იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში პროექტები ხორციელდება" , - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
"ქართულმა ოცნებამ" გიორგი...
რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში 9 საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, ორი პროექტი ხორციელდება. პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა რჩეულიშვილის #2ა, #4ა; ჯავახიშვილის #3ა და #5ა-ში; ტოლსტოის #7ა და ბერიტაშვილის 6ა-ში. 6 კორპუსში შეიცვალა კარ-ფანჯრები და გამაგრდა-რეაბილიტირდა ფასადი.
პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო ღირებულება 238 437...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































