წყალმომარაგების კომპანია: ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება

544

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ლაგოდეხის მოსახლეობისთვის დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც როგორც კომპანიის ლაბორატორიების, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში აღებული წყლის ხარისხის ვარგისიანობის დასკვნები ადასტურებს. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, აბონენტებს ძველი დავალიანების დაფარვა გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ.

„რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს, ეს ვერ მოხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან  დაკავშირებით, კომპანიამ მოსახლეობას ვალის 3 თვიდან 3 წლამდე გადანაწილება შესთავაზა და მათ ამ გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა აქვთ”, – აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ლაგოდეხის მოსახლეობა  გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის წინ შეთანხმდნენ, რადგან აბონენტებისთვის 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებისა და წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა.

მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და 24 საათიანი წყალმომარაგებით  უზრუნველყოფა შეუძლებელია. რაც შეეხება ტარიფს, ლაგოდეხი სარგებლობს 2010 წელს დადგენილი სტანდარტული ტარიფით, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს. სატარიფო პოლიტიკას კი ადგენს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

ცნობისთვის, 1 აგვისოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

მათივე თქმით, წყალი დაბინძურებული მოდის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ქალაქის ცენტრში შეკრებილები უკმაყოფილებას გამოთქვამენ წყლის ტარიფზეც, ამიტომ ისინი წყლის მრიცხველების დემონტაჟს, დაკისრებული გადასახადის ჩამოწერას და წყალზე გადასახადის გახდას სულადობის მიხედვით ითხოვენ.

წყლის საკითხზე ლაგოდეხელების მიერ გამართულ აქციას და პრეტენზიებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. გრიგოლ მანდარიას განმარტებით, მოსახლეობის მოსაზრებები, რომ მათ დაბინძურებული სასმელი წყლი მიეწოდებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მანდარია ამბობს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ წყლის ხარისხზე სინჯები აიღეს, შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ წყალი სასმელად ვარგისია.

„წყალი მინდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმაც შეამოწმეს და ის სასმელად ვარგისია. რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს, ეს ვერ მოხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით კომპანია მოსახლეობას ვალის 3 თვიდან 3 წლამდე გადანაწილება შეთავაზა და მათ ამ გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა აქვთ”, – განმარტა გრიგოლ მანდარიამ.