რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ღუდუმიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ დაადასტურა.
რას უკავშირდება დავით ღუდუმიძის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
როგორც უკვე ცნობილია 31 ივლისს ასევე პოსტი დატოვა არჩილ ჯაფარიძემ. მისი განმარტებით, თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.