საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არჩილ ჯაფარიძის გადადგომას ადასტურებენ

1310
სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.

ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად 2017 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ მუშაობდა.