გიორგი ხოჯევანიშვილი ანგარიშს უფლისციხეში წარადგენს

939

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი 2-წლიანი მუშაობის ანგარიშს, 31 ივლისს, 19:00 საათზე უფლისციხეში წარადგენს.

ამის შესახებ, ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ეზოში მოეწყობა რწმუნებულის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შერიგების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, განათლების მინისტრის მოადგილე და იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში პროექტები ხორციელდება” , – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

“ქართულმა ოცნებამ” გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში  მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. 

საპარლამენტო არჩევები 31 ოქტომბერს ჩატარდება.