მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ყურბან-ბაირამის დღესასწაულისთვის 300 კილოგრამი საქონლის ხორცი შეიძინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხორცი გამარტივებული შესყიდვით 3 500 ლარად იყიდა. შეჭირვებული ოჯახებისთვის ხორცის შესყიდვის მოთხოვნით ზაურ დარგალს წერილით მიმართა ქალაქ მარნეულში მერის წარმომადგენელმა ელჩინ ჯაფარლიმ.
მარნეულის მერიამ 300 კგ საქონლის ხორცი ინდმეწარმე ჯამილ ხასმამედოვისგან იყიდა. მუნიციპალიტეტი 100 შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარება და თითოეულს 3 კგ საქონლის ხორცს დაურიგებს.