კომპანია “ზუკო მშნენი”, რომელიც 2020 წლის 24 ივნისს შეიქმნა, გორში 200 000-ლარიანი სამუშაოების ჩასატარებლად შეარჩიეს. ამის შესახებ ხელშეკრულება 2020 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიაში ამბობენ, რომ პირდაპირი წესით ხელშეკრულების გასაფორმებლად კომპანიებს ბაზრის კვლევის შედეგად არჩევენ. ასევე მოძებნეს “ზუკო მშენი”. კომპანიის მუშები 5 სკოლის სველ წერტილში იმუშავებენ. ესენია: ქიწნისის, დიცის, ახრისის, ახალდაბისა და არბოს სკოლები.
მერიაში აცხადებენ, რომ წელს სულ 33 სკოლაში განხორციელდება სველი წერტილების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია.” – აღნიშნა გორის მერმა.
კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანისა და გორის #7 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფლის, არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისისა და დიცის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.
სამუშაოები მალე დაიწყება პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის #4 და #8 საჯარო სკოლებში.