შემდეგი სტატია პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!". ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების ფერებშია გამოსახული. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, "პატრიოტთა ალიანსს" შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ. On.ge დაუკავშირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც განაცხადეს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს და რეკომენდაციით მიმართავს: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო...
"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. მისი თქმით, ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალაში რუსეთიდან 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8. "ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან...
"ქართულმა ოცნებამ" ხუთ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. ამის შესახებ განცხადება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა. ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე; თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი; ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი; ონი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი; კასპი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი "ქართულ ოცნებაში" ასევე დაასახელეს რამდენიმე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც: თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე; ბათუმში უმაღლესი...
video
როცა პანდემიის გამო კარანტინში მოხვდები, რა უნდა აკეთო იმაზე უკეთესი, ვიდრე წიგნების კითხვა და შემდეგ - ამ ცოდნის გაზიარებაა? "გააზიარე ცოდნა" - ეს სახალისო და საინტერესო პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ კარანტინის დროს წამოიწყო. დისკუსიებმა, ონლაინ შეხვედრებმა, საინტერესო და სახალისო ვიდეოებმა სოციალური ქსელი მალე დაიპყრო და ის შუახეველი ახალგაზრდებისთვის ვირტუალური თავშეყრის ადგილად იქცა. ეს სიუჟეტი სწორედ პანდემიის დროს ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოვლენილი კარგი...
video
"გაქვს - გაიღე, არ გაქვს - წაიღე" - ამ სახელწოდებით აქცია ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, კარანტინში მოქცეული არაერთი შეჭირვებული ოჯახის დახმარება შეძლეს. მუნიციპალიტეტში ამ პერიოდში 65 ტონაზე მეტი პროდუქტი დარიგდა. სოლიდარობისა და სამოქალაქო აქტივიზმის საუკეთესო მაგალითად იქცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ინიციატივაც - მან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 22 ოჯახს მიწები უსასყიდლოდ დაუმუშავა, თუმცა, თავად ვინაობის გამხელა...
პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისის 8 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატთა სია ასეთია: მთაწმინდა - ჯაბა ჯიშკარიანი; ვაკე - ბექა ნაცვლიშვილი; საბურთალო - ლევან გოგიჩაიშვილი; დიდუბე-ჩუღურეთი - გედევან ფოფხაძე; ნაძალადევი - ზვიად თავაძე; გლდანი - ლაშა გიორგაძე; ისანი - რამაზ ბლუაშვილი; სამგორი - ალექსანდრე რიჟამაძე. ამ დროისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები ქართულ ოცნებას, ლელოს და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს წარდგენილი. გარდა ამისა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა გირჩის ლიდერმა, ზურაბ...
video
დავითი და თეონა, ოთხ შვილთან ერთად, რაჭაში დაბრუნდნენ, 21 წლის განმავლობაში მიტოვებული მამაპაპისეული სახლ-კარი გააცოცხლეს და სანახევროდ დაცლილ სოფელში ცხოვრების დაწყებას აპირებენ... სოფელში მუდმივად ცხოვრება გადაწყვიტა გაგოშიძეების ოჯახმაც, რომელმაც პანდემიის დაწყებისთანავე სოფელს მიაშურა, საკარმიდამო ნაკვეთიც დაამუშავა და მეურნეობაც გაიჩინა... თეკლა ქემოკლიძეც პანდემიისას ამბროლაურში დაბრუნდა და ახლა სათემო რადიოში მუშაობს. ამბობს, რომ, თუ მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს საინტერესო პროგრამებსა და პროექტებს შესთავაზებს, სწავლის დასრულების...
გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, - ასე წარუდგინა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს ამომრფჩეველს. დღეს, ჩვენ აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც საერთო ღირებულებები და საერთო მიზნები...
ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიცილაპიტეტებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა. „საქმიანობა რთულ პერიოდში მოგვიწევს, პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე გამოწვევებიც ერთი-ორად ამწვავებს ეკონომიკურ თუ სოციალურ ფონს. სირთულეების ნამდვილად არ გვეშინია, ჩვენმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნების“ მთავრობად დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლების გადალახვის რესურსი აქვს, როცა ადამიანზე ზრუნვა არის უპირველესი ღირებულება, როცა მოქალაქის...
მოგესალმებით დედოფლისწყაროში, ღირსეულ კახელებთან ერთად. ყოველთვის დღევანდელ დღეს უნდა დავიწყოთ იმის გახსენებით, რომ ზუსტად 28 წლის წინ საქართველოში, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ვიშრომოთ ერთად, რომ მშვიდობიანად ქვეყანა გავამთლიანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში,...
„ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელს საქართველოში ასეა - გზა, წყალმომარაგება და გაზი სოფლად და რეგიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, დედოფლისწყაროში, „ქართული ოცნების“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. „ბევრი წელია, ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია....
„თავისუფალი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებული უნდობლობა - ნდობით შეიცვალოს და ქართველებმა და აფხაზებმა, კვლავ ერთ, საერთო სახლში იცხოვრონ, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო ჰქვია”, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ აფხაზეთის ომიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი დღე უმძიმესია ქვეყნის ისტორიაში. „ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 28 წელი გავიდა... 14 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში...
მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი. ამიტომ ვერ იქნება ჩემი სიტყვები, ჩემი დანაპირები, ჩვენი საქმეები ფუჭი,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საგარეჯოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც სონღულაშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებას” ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ჰყავს. „ჩემთვის პატივია, წარმოვადგენდე საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს საქართველოს უმაღლეს...
ერთადერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდეგი 4 წლის განმვლობაში - ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა. „დღევანდელმა სიტუაციამ დიდ გამოწვევად დაგვისახა ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება. ეს არის თხოვნა და დავალება ჩვენი მთავრობისადმი, რომელიც მე პირველი შეხვედრის დროს მოსახლეობისგან მივიღე“,...
განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლა ვალდებული იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც სკოლაში შევა, პირბადით უზრუნველყოს. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით, საჭიროების შემთხვევაში სკოლაც ვალდებული იქნება (ამის მარაგი ექნება) ნებისმიერი პირი, რომელიც სკოლაში შევა, მათ შორის მოსწავლეები, (თუ სურვილი ექნებათ, რომ პირბადე გაიკეთონ), პირბადით უზრუნველყოს. ამას განათლების სამინისტრო მხარს უჭერს და ეხმარება აღჭურვოს სკოლები პირბადით“, - განაცხადა ეკატერინე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ