გააზიარე ცოდნა – სახალისო და საინტერესო პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტში

1552

როცა პანდემიის გამო კარანტინში მოხვდები, რა უნდა აკეთო იმაზე უკეთესი, ვიდრე წიგნების კითხვა და შემდეგ – ამ ცოდნის გაზიარებაა?

“გააზიარე ცოდნა” – ეს სახალისო და საინტერესო პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ კარანტინის დროს წამოიწყო.

დისკუსიებმა, ონლაინ შეხვედრებმა, საინტერესო და სახალისო ვიდეოებმა სოციალური ქსელი მალე დაიპყრო და ის შუახეველი ახალგაზრდებისთვის ვირტუალური თავშეყრის ადგილად იქცა.

ეს სიუჟეტი სწორედ პანდემიის დროს ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოვლენილი კარგი პრაქტიკის მაგალითზე მოგვითხრობს. ის მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ქართველ პარტნიორებს პანდემიის მართვაში ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ GIZ, გერმანიის მთავრობის დავალებით, 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს. ორგანიზაცია პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.