პარტიამ “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” თბილისის 8 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატთა სია ასეთია:
მთაწმინდა – ჯაბა ჯიშკარიანი;
ვაკე – ბექა ნაცვლიშვილი;
საბურთალო – ლევან გოგიჩაიშვილი;
დიდუბე-ჩუღურეთი – გედევან ფოფხაძე;
ნაძალადევი – ზვიად თავაძე;
გლდანი – ლაშა გიორგაძე;
ისანი – რამაზ ბლუაშვილი;
სამგორი – ალექსანდრე რიჟამაძე.
ამ დროისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები ქართულ ოცნებას, ლელოს და გაერთიანებულ ოპოზიციას ჰყავს წარდგენილი. გარდა ამისა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.