ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით

715

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლა ვალდებული იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც სკოლაში შევა, პირბადით უზრუნველყოს. ამის შესახებ ეკატერინე დგებუაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„სკოლები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებით, საჭიროების შემთხვევაში სკოლაც ვალდებული იქნება (ამის მარაგი ექნება) ნებისმიერი პირი, რომელიც სკოლაში შევა, მათ შორის მოსწავლეები, (თუ სურვილი ექნებათ, რომ პირბადე გაიკეთონ), პირბადით უზრუნველყოს. ამას განათლების სამინისტრო მხარს უჭერს და ეხმარება აღჭურვოს სკოლები პირბადით“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სკოლაში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება.

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.