ისინი დაბრუნდნენ – რაჭაში გაცოცხლებული სახლები

541

დავითი და თეონა, ოთხ შვილთან ერთად, რაჭაში დაბრუნდნენ, 21 წლის განმავლობაში მიტოვებული მამაპაპისეული სახლ-კარი გააცოცხლეს და სანახევროდ დაცლილ სოფელში ცხოვრების დაწყებას აპირებენ…

სოფელში მუდმივად ცხოვრება გადაწყვიტა გაგოშიძეების ოჯახმაც, რომელმაც პანდემიის დაწყებისთანავე სოფელს მიაშურა, საკარმიდამო ნაკვეთიც დაამუშავა და მეურნეობაც გაიჩინა…

თეკლა ქემოკლიძეც პანდემიისას ამბროლაურში დაბრუნდა და ახლა სათემო რადიოში მუშაობს. ამბობს, რომ, თუ მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს საინტერესო პროგრამებსა და პროექტებს შესთავაზებს, სწავლის დასრულების შემდეგ ბევრი დაბრუნდება…