ერთადერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დღეს საგარეჯოში დგას ეს არის წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც პირველი საზრუნავი იქნება შემდეგი 4 წლის განმვლობაში – ამის შესახებ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
„დღევანდელმა სიტუაციამ დიდ გამოწვევად დაგვისახა ინტერნეტიზაცია, რომელიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის დისტანციური განათლება. ეს არის თხოვნა და დავალება ჩვენი მთავრობისადმი, რომელიც მე პირველი შეხვედრის დროს მოსახლეობისგან მივიღე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.