“ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატები დაასახელა

290

“ქართულმა ოცნებამ” ხუთ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. ამის შესახებ განცხადება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

  • ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე;
  • თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
  • ონი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
  • კასპი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი

“ქართულ ოცნებაში” ასევე დაასახელეს რამდენიმე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც:

  • თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე;
  • ბათუმში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტიტე აროშიძე;
  • ქობულეთში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ცოტნე ანანიძე;
  • ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია – ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი.