„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 დღის ვადაში გასაჯაროვდება. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იქნება თუ არა ამ სიაში ბიძინა ივანიშვილი, ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია.
„სია გასაჯაროვდება ძალიან მალე, 10 დღის ვადაში. ეს იქნება სიის პირველი ოცეული. თვის ბოლოს იქნება სრული სია. ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ამ სიაში, პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება...
თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებათ, ჩამოეწერებათ.
"თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.
მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო...
შემდეგი სტატია
პროკურატურამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება აუდიტის სამსახურში გადაგზავნა. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს.
მათივე თქმით, სწორედ აუდიტის სამსახურია უფლებამოსილი შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს...
მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს, მალე, ახალი ტურისტული ვებ-პორტალით შეეძლებათ სარგებლობა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტული გზამკვლევი, სადაც მოგზაურობისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ტურისტებს აჭარის მთიანეთში მოგზაურობას გაუმარტივებს.
უწყების ინფორმაციით, ვებპორტალზე განთავსებული ტურისტული მარშრუტების, აქტივობების, ღირსშესანიშნაობებებისა, საოჯახო-სასტუმრო-სახლებისა და კვების ობიექტის ელექტორნული ბაზების გადმოწერა ნებისმიერ მსურველს ონლაინ შეეძლება, რაც დამატებით კომფორტს შექმნის ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და მოგზაურებისთვის.
მათივე...
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბრისას, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დადიანების ეკატერინესეული სასახლე იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდეს.
"პანდემიამდე თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდიოდა ტურისტულ სექტორზე, რომელსაც ჰქონდა უპრეცედენტოდ...
თამარის დასახლებაში მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.
„თამარის დასახლებაში, მუნიციპალიტეტისა და KFW პროექტის ფარგლებში ახალი წყალარინების ქსელი მოეწყო და „ბათუმის წყალი“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს 320 აბონენტის გადართვას წყალარინების ახალ ქსელზე“, - აცხადებს გვიანიძე.
აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა
მთიან აჭარას 20-მდე ახალი საოჯახო-სასტუმრო სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ახალ მარნებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს ნიშნულები უკვე დაუდგა. მათი უმრავლესობა მთიან აჭარაში არსებულ ახალ და უკვე არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე მდებარეობს, მათ შორისაა კინტრიშის, მაჭახელას, ქედის, ჭვანის, კაპნისთავისა და ჩირუხის ტურისტული მიმართულებები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, მთიან აჭარაში 200-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი მასპინძლობს ტურისტებს.
„ამ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით შესაბამის პორტალზე 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებე, რომ 1 სექტემბრის 10:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე 508 037 მშობელი და 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის...
განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლას სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერითა და თერმოსკრინინგის აპარატით თავად უზრუნველყოფს.
ამასთან, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, სხვა ჰიგიენური საშუალებების შეძენა უშუალოდ სკოლებს მოუწევთ, რისთვისაც 140-მდე სკოლას დაფინანსება გაეზრდება.
„მარტის თვიდან მოყოლებული, ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა. ასეთი თვალსაჩინო რეფორმა ამ მიმართულებით სისტემას არ ჰქონია. განათლების სამინისტროს უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოუწია, მათ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება.
პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.
„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური...
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
„მან შეასრულა ის სამუშაო რაც დავალებული ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვადასხვა კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. სტრატეგია შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე პანდემიის პირობებში მისი განხორციელება ვერ ხერხდება“,-აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.
რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ...
შემდეგი სტატია
დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან...
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" „პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს. პარტიის იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხელისუფლებას, პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. მათი თქმით, ამ მიმართვის უფლება „ლელოს" რომ ჰქონოდა, ამას უკვე გამოიყენებდნენ.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი" არის არაკონსტიტუციური ძალა და პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღვივებს შუღლს.
„მოვითხოვთ,...
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ გურჯაანში კიდევ ერთი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. შეხვედრაზე „ლელოს“ მხარდამჭერები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
„ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, რაიონული ორგანიზაციის გახსნას „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ, რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს გურჯაანმა არსებული დაბრკოლებები. პარტიის მიერ...
წინა სტატია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა სამსახურმა "უნებართვოდ განთავსებული" პატრიოტთა ალიანსის ბანარები 2 ლოკაციაზე ჩამოხსნა. მათივე განცხადებით, ბანერები ჩამოხსნეს "კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად".
"აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", — წერია მერიის განცხადებაში.
პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ...
წინა სტატია
"შმატრიოტები ", — ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელზეც პარტიამ აჭარის რეგიონი ოკუპირებულად წარმოაჩინა.
https://www.facebook.com/KobakhidzeOfficial/photos/a.2172416462982678/3351246861766293/?type=3
პარტია "პატრიოტთა ალიანსმა" განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად.
პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”. ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების ფერებშია გამოსახული.
აღნიშნულს სოციალურ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































