თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებათ, ჩამოეწერებათ.
“თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.
მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს.
ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული, დავალიანება ჩამოეწერებათ”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.