„ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი: თამარის დასახლებაში ათწლეულების პრობლემა მოგვარდა

714

თამარის დასახლებაში მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„თამარის დასახლებაში, მუნიციპალიტეტისა და KFW პროექტის ფარგლებში ახალი წყალარინების ქსელი მოეწყო და „ბათუმის წყალი“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს 320 აბონენტის გადართვას წყალარინების ახალ ქსელზე“, – აცხადებს გვიანიძე.

აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა