თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

475

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მან შეასრულა ის სამუშაო რაც დავალებული ჰქონდა, რაც გულისხმობდა სხვადასხვა კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას. სტრატეგია შემუშავებულია, თუმცა ამ ეტაპზე პანდემიის პირობებში მისი განხორციელება ვერ ხერხდება“,-აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ შეასრულებს თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერის მოვალეობას, მერიაში აღნიშნავენ, რომ კულტურის სამსახურს აქვს შეთავსებული კომუნიკაცია კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე 2018 წელს დაინიშნა.