შმატრიოტები – კობახიძე “პატრიოტთა ალიანსის” ბანერზე, სადაც აჭარა ოკუპირებულადაა წარმოჩენილი

363

წინა სტატია

“შმატრიოტები “, — ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერს, რომელზეც პარტიამ აჭარის რეგიონი ოკუპირებულად წარმოაჩინა.

https://www.facebook.com/KobakhidzeOfficial/photos/a.2172416462982678/3351246861766293/?type=3

პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად.

პარტიამ აჭარაში განთავსებულ წინასაარჩევნო ბანერებზე შემდეგი მოწოდება გაავრცელა: “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”. ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების ფერებშია გამოსახული.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, “პატრიოტთა ალიანსს” შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.

თავად “პატრიოტთა ალიანსში” კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, “აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ” მიმართული ქმედებაა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ახორციელებს ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიას.

“პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორმაციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ “თურქეთიც ოკუპანტია”. მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.

აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს ორგანიზაცია “დოსიემ” საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა,  რომელშიც ავტორები თანდართულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, წერენ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” წინასაარჩევნო კამპანიისთვის ინსტრუქციებს კრემლიდან იღებს.

ამასთან, დოკუმენტების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსმა” მოსკოვში წინასაარჩევნო ბიუჯეტი გაგზავნა, რომელიც 8 მილიონ დოლარს აღემატებოდა.