მთიან აჭარას 20-მდე ახალი საოჯახო-სასტუმრო სახლი შეემატა

919

მთიან აჭარას 20-მდე ახალი საოჯახო-სასტუმრო სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ახალ მარნებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს ნიშნულები უკვე დაუდგა. მათი უმრავლესობა მთიან აჭარაში არსებულ ახალ და უკვე არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე მდებარეობს, მათ შორისაა კინტრიშის, მაჭახელას, ქედის, ჭვანის, კაპნისთავისა და ჩირუხის ტურისტული მიმართულებები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ჯამში, მთიან აჭარაში 200-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი მასპინძლობს ტურისტებს.

„ამ ეტაპზე, მოგზაურებს მთიან აჭარაში 15-მდე ტურისტულ ბილიკზე შეუძლიათ მოგზაურობა. ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიან აჭარაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანგრძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული. ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურშეუძლიათ“, – ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.