ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით შესაბამის პორტალზე 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებე, რომ 1 სექტემბრის 10:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე 508 037 მშობელი და 852 915 ბავშვია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე შესულ განცხადებებზე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხების, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.
დეტალური ინფორმაცია 18 წლამდე ბავშვების ერთჯერადი 200 ლარიანი სოციალური დახმარების შესახებ იხილეთ ბმულზე.