„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 დღის ვადაში გასაჯაროვდება. ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იქნება თუ არა ამ სიაში ბიძინა ივანიშვილი, ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია.
„სია გასაჯაროვდება ძალიან მალე, 10 დღის ვადაში. ეს იქნება სიის პირველი ოცეული. თვის ბოლოს იქნება სრული სია. ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ამ სიაში, პოლიტსაბჭოზე გადაწყდება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება სიაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენას, ეს თავად მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ.