წინა სტატია
"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის 4 კანდიდატის დასახელებისას, ლელოს "მარშალის გეგმასა" და ჩრდილოვან კაბინეტზე ისაუბრა.
ხაზარაძის თქმით, "მარშალის გეგმაზე" პარტია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა, დღეს კი ეს პროგრამა დაამტკიცეს და იმსჯელეს ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ამ გეგმას შეასრულებს.
"ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ. შევკარით უძლიერესი გუნდი და დღეს დავამტკიცეთ პროგრამა, ხოლო წინასაარჩევნოდ...
შემდეგი სტატია
"ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი გლურჯიძე ქუჩაში ფეხით გადააგილდებოდა, რა დროსაც ის რამდენიმე მოქალაქემ გააჩერა და ჰკითხა, რატომ უჭერდა მხარს „ლელოს“ .
გიორგი გლურჯიძე „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელია.
ლევან...
ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და გარდაბნის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბთან მთელი დღის განმავლობაში მარნეულის მერიის თანამშრომლები დგანან.
„სახელისუფლებო პარტიის შტაბთან, ოცნების შტაბთან, დილიდან დაღამებამდე, სამუშაო საათებში მერიის თანამშრომლები დგანან, ეს პირველი დარღვევა. მეორე, სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ საარჩევნო აგიტაციებზე, რაც...
თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც თბილისის მერია იუწყება, აფეთქების გამო კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
„თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა...
მარნეულში, წინასაარჩევნოდ, სააგიტაციო პლაკატების გაკვრის ადგილები განისაზღვრა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნულ საკითხზე, დღეს, 4 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ დამსწრეებს გააცნო ადილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო პლაკატების გაკვრა შეუძლიათ ან ეკრძლებათ. ახალი რეგულაციის მიხედვით, მსგავსი ტიპის მასალის გაკვრა აიკრძალა ხე-მცენარეებზე. საკრებულოს აპარატის უფოსმა ნინო ბერიძემ, რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სააგიტაციო მასალების გაკვრასთან...
ახალციხის მერიამ სამხატვრო სკოლის შენობისა და სარდაფის რეაბილიტაციისთვის 296 260 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სატენდერო დუკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.
ტენდერზე წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შენობის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მშობლები.
რუსთავში ფიროსმანის და მოდებაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტრურული პროექტის განხორციელება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მე-12 მიკრორაიონშიც, სადაც გზის კაპიტალური შეკეთება მოხდება.
კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მოდებაძის ქუჩაზე ფეხით სავალ ბილიკზე ფილები დაიგება, ფიროსმანის ქუჩაზე კი ახალი ასფალტის საფარის დაგება მოხდება, ასევე დამონტაჟდება ბორდიურები.
რაც შეეხება მე-12 მიკრორაიონის #1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორის, მონაკვეთზე შიდაკვარტალური ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.
აღნიშნულ მონაკვეთებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის მერიის დაკვეთით შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი “...
ალგეთის “ახალგაზრდობის ცენტრმა” მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ალგეთის ახალგაზრდული ცენტრი მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია გახდა.ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მენეჯერი ემილ ბადრადინოვია.
მათივე ცნობით, “პროექტი “ახალგაზრდული საქმიანობა და ციფრული სამყარო” ახალგაზრდების გადამზადებას ითვალისწინებს, რომლებიც თავის მხრივ, საკვანძო კომპეტენციებს გადასცემენ სკოლის ასაკის ბავშვებს.
“პროექტში ჩართულები იქნებიან ალგეთისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდები. სულ...
ძალიან სამწუხაროა, რომ NDI-ის დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან, თუმცა იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები მოკლე ვადიანი მისიით მაინც იქნებიან წარმოდგენილი, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) -ის განცხადებას, რომ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს ვერ გამოაგზავნის.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას არ უნდა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
„ბუნებრივია ჩვენ ყველას გვესმის, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები შეშფოთებული არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, თუნდაც იმით, რომ...
რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე უძღვებოდა და მას ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არ ესწრებოდნენ.
სხდომის ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განსათავსებლად ნებადართული და აკრძალული ადგილები დაამტკიცეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა, კოსტავას გამზირზე ცენტრალური ხიდის მიმდებარედ არსებული ე.წ. “პირამიდის” იჯარით გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.
Tv4-ის ინფორმაციით,...
აბასთუმანში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთი ეკლესიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო. მეორე დღესვე, საპატრიარქომ ქონების სააგენტოსგან 1 ლარად მიიღო 100 კვ.მ-ით მეტი ტერიტორია აბასთუმანში, რამდენიმე დღეში კი დათმობილი მიწა აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ იყიდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ტერიტორია რომელიც საპატრიარქომ დათმო, ერთადერთი მონაკვეთი იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლის გარშემო, რომელსაც მასთან დაკავშირებული კომპანიები არ ფლობდნენ.
საპატრიარქოში „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, რომ 796...
ახალციხიდან ახალქალაქში შესასვლელი გზის ნაწილზე, მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ქალაქ ახალქალაქამდე ასფალტის საფარი განახლდება. აღნიშნული გზა უკვე წლებია დაზიანებულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 6 638 460 ლარზე გამოაცხადა. ამჟამად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ფორმდება.
ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა მიიღო. იგი პროექტს 5 744 000 ლარად 12 თვის განმავლობაში განახორციელებს.
გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას...
"არ იყო წყალი, არ იყო შუქი..." - აცხადებს კომპანია ,,ნიუ კომპანის" წარმომადგენელი, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში სკოლის სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესი მიატოვა.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე ორი კვირით ადრე სამუშაოები მხოლოდ 40%-ითაა შესრულებული. კომპანიის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ქარელის მერიას ამ პროექტის განხორციელება რომელიმე ადგილობრივი კომპანიისთვის სურდა და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაჯანსაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.
"ჩვენ დეტალურად მივუთითეთ ის მიზეზები, რამაც...
პარტიამ „ლელო-საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი დაასახელა. პარტიამ დარჩენილ ოთხ ოლქში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ბურჭულაძე დასახელდა.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად სოცგარ პუთულიანი წარადგინეს.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის დეპუტატობის კანდიდატად თამარ ბელქანია, ხოლო, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ტალახაძე დასახელდნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენამდე „ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე...
"მდინარე რიონის ის ნაწილი, რომელიც სპორტული და კულტურული განვითრების არენად შეიძლება იქცეს, ნაგავსაყრელად არის ქცეული",- ამის შესახებ ქუთაისის ახალგაზრდა "ლეიბორისტების" ხელმძღვანელმა, გაგი ახალაძემ განაცხადა. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ახალგაზრდა ლეიბორისტებმა მწვანეყვავილას ქუჩაზე არსებული ანტისანიტარია გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის სათავე სანაგვე ურნების არარსებობაა.
,,იმის გამო, რომ ქუჩაზე ურნა არ დგას, მოსახლეობა ნაგავს მდინარის ნაპირზე ყრის. აქედან რამდენიმე მეტრში ნიჩბოსნობის სკოლაა...
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ფასადი, რომელიც 10 თვის წინ დაზიანდა, ამ დრომდე მოუწესრიგებელია. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
შენობა "ქართული ოცნების" აქტივისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს, გასული წლის 29 ნოემბერს, დაისვარა.
კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი ფასადის მოწესრიგება ქუთაისის მერიას მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაავალა, თუმცა ახლა სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერ უშუალოდ იმ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































