რუსთავში ფიროსმანის და მოდებაძის ქუჩაზე ტროტუარები მოეწყობა

363

რუსთავში ფიროსმანის და მოდებაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტრურული პროექტის განხორციელება დაიწყო.  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მე-12 მიკრორაიონშიც, სადაც გზის კაპიტალური შეკეთება მოხდება.

კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მოდებაძის ქუჩაზე ფეხით სავალ ბილიკზე ფილები დაიგება, ფიროსმანის ქუჩაზე კი ახალი ასფალტის საფარის დაგება მოხდება, ასევე დამონტაჟდება ბორდიურები.

რაც შეეხება მე-12 მიკრორაიონის #1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორის, მონაკვეთზე შიდაკვარტალური ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.

აღნიშნულ მონაკვეთებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის მერიის დაკვეთით შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი “ ახორციელებს. პროექტის განხორციელება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ნოემბერში დასრულდება.

სამუშაოების ღირებულება 526 869 ლარია.