ალგეთის ახალგაზრდობის ცენტრმა მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

535

ალგეთის “ახალგაზრდობის ცენტრმა” მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ალგეთის ახალგაზრდული ცენტრი მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაცია გახდა.ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მენეჯერი ემილ ბადრადინოვია.

მათივე ცნობით, “პროექტი “ახალგაზრდული საქმიანობა და ციფრული სამყარო” ახალგაზრდების გადამზადებას ითვალისწინებს, რომლებიც თავის მხრივ, საკვანძო კომპეტენციებს გადასცემენ სკოლის ასაკის ბავშვებს.

“პროექტში ჩართულები იქნებიან ალგეთისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდები. სულ ჩაერთვება 20 ლიდერი და 120-მდე სკოლის მოსწავლე ახალგაზრდა,” -ნათქვამია ინფორმაციაში.