თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

413

თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც თბილისის მერია იუწყება, აფეთქების გამო კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

„თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქების მიზეზი ჟანგბადის ბალონი გახდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადეებ, რომ მუშები აწარმოებდნენ სამუშაოებს, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო – სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.