ახალციხეში სამხატვრო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

405

ახალციხის მერიამ სამხატვრო სკოლის შენობისა და სარდაფის რეაბილიტაციისთვის 296 260 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სატენდერო დუკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 32 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

ტენდერზე წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

შენობის რეაბილიტაციას წლების განმავლობაში ითხოვდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და მშობლები.