„ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი დაასახელა

507

პარტიამ „ლელო-საქართველოსთვის” მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი დაასახელა. პარტიამ დარჩენილ ოთხ ოლქში შემდეგი კანდიდატები წარადგინა:

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ბურჭულაძე დასახელდა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად სოცგარ პუთულიანი წარადგინეს.

წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის დეპუტატობის კანდიდატად თამარ ბელქანია, ხოლო, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ტალახაძე დასახელდნენ.

მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენამდე „ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს საარჩევნო პროცესზე. პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.