მარნეულში, წინასაარჩევნოდ, სააგიტაციო პლაკატების გაკვრის ადგილები განისაზღვრა. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღნიშნულ საკითხზე, დღეს, 4 სექტემბერს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ დამსწრეებს გააცნო ადილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო პლაკატების გაკვრა შეუძლიათ ან ეკრძლებათ. ახალი რეგულაციის მიხედვით, მსგავსი ტიპის მასალის გაკვრა აიკრძალა ხე-მცენარეებზე. საკრებულოს აპარატის უფოსმა ნინო ბერიძემ, რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სააგიტაციო მასალების გაკვრასთან დაკავშრებით წელს გარკვეულილი ცვლილებებია.
„წელს, სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით, აკრძალვებს დაემატა სამი სუბიექტი, სადაც არ შეიძლება გაიკრას წინასაარჩევნოდ მასალა. ეს ადგილებია მარნეულში 26 მასის ქუჩაზე მდებარე დეკორატიული ღობე, მოსაცდელები და ასევე, ხე-მცენარეები. ასევე, დღევანდელ სხდომაზე განიმარტა, რომ არ შეიძლება გაიკრას სააგიტაციო მასალები ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა გარე და შიდა ფასადები, საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია, მეჩეთი სასაფლაო და ა.შ), სარიტუალო ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ასევე აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა, მარნეულში კულტურის სახლთან მდებარე დეკორატიულ ღობეზე, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე და მასზე განთავსებულ რკინის კონსტრუქციებიზე. რაც შეეხება ადგილებს, სადაც მსგავსი პლაკატების გაკვრა დაშვეულია, ეს არის ელექტრობოძები, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე, მაღაზიებთან და კერძო ობიექტებთებთან, მფლობელთან შეთანხმების საფუძველზე,“ – განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ.
მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ უკვე განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები სააგიტაციო მასალების უკანონო გაკვრასა თუ, მის დაზიანებაზე. ფაქტზე რეაგირებას კი, რგორც მერიის ზედამხედველობის სამსახური, ასევე საქართველოს საარჩევნო კომისა მოახდენს:
„იმ შემთხვევაში თუ, მოქალაქე ან ნებისმიერი პირი ჩამოხსნის უკანონოდ ბანერს, რა თქმა უნდა, ზედამხედველობის მხრიდან მოხდება ოქმის შედგენა და დაჯარიმება 1000 ლარით კონკრეტული პირის. ხოლო, თუ ამას გააკეთებს საჯარო მოხელე, დაჯარიმდება 2000 ლარით. ის კონკრეტული ადგილები სადა არის აკრძალვა საარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალის გაკვრაზე, რომელიც ძირითადად ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებია, საკულტო ნაგებობი, საგზაო ნიშნებია, მე მოვუწოდებ ყველ სუბიექტს კანონმდებლობით დადგენილი ყველა წესი დაიცვან თანაბრად. როდესაც მოხდება დარღვევა ამა თუ იმ სუბიექტის მხრიდან, მუნიციპალიტეტის პარალელურად რეაგირებას მოახდენს საოლქო საარჩევნო კომისია და 2000 ლარიან საჯარიმო სანქციას გამოიყენებს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“.
მარნეულში რამდენიმე კვირაა, რაც წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალები გამოჩნდა, მათ შორის იმ აკრძალულ ადგილებზე, როგორიცაა ხე-მცენარეები.