რა დანიშნულებით იგეგმება რუსთავის “პირამიდის” იჯარით გაცემა?!

393

რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს. ამის შესახებ ტვ4 წერს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე უძღვებოდა და მას ოპოზიციური პარტიის დეპუტატები არ ესწრებოდნენ.

სხდომის ფარგლებში, საკრებულოს დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განსათავსებლად ნებადართული და აკრძალული ადგილები დაამტკიცეს.

დღესვე საკრებულოს წევრებმა, კოსტავას გამზირზე ცენტრალური ხიდის მიმდებარედ არსებული ე.წ. “პირამიდის” იჯარით გადაცემის საკითხზე იმსჯელეს.

Tv4-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხმობის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიამ საიჯარო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს,თუ რა პირობებით და რა ვადით გასცემს ტერიტორიას.  გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სივრცით დაინტერესებული “აჭარა ჯგუფის ” მფლობელი, თემურ უგულავაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბიზნესმენი ტერიტორიაზე ახალგაზრდული სივრცის მოწყობას გეგმავს.

სხდომაზე მიღებული სხვა საკითხები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების გეგმაში შესატან ცვლილებას ეხებოდა. რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელი სხდომის ფარგლებში განხილული ყველა საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.