ახალციხე–ახალქალაქის გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდება

570

ახალციხიდან ახალქალაქში შესასვლელი გზის ნაწილზე, მდინარე კორხის წყლის ხიდიდან ქალაქ ახალქალაქამდე ასფალტის საფარი განახლდება. აღნიშნული გზა უკვე წლებია დაზიანებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი 6 638 460 ლარზე გამოაცხადა. ამჟამად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ფორმდება.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო N1-მა მიიღო. იგი პროექტს 5 744 000 ლარად 12 თვის განმავლობაში განახორციელებს.

გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გასულ წელს აანონსებდნენ.