“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი გლურჯიძე ქუჩაში ფეხით გადააგილდებოდა, რა დროსაც ის რამდენიმე მოქალაქემ გააჩერა და ჰკითხა, რატომ უჭერდა მხარს „ლელოს“ .
გიორგი გლურჯიძე „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელია.
ლევან სამუშიას თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვინ დაესხა თავს გიორგი გლურჯიძეს.
„როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედი, უკვე სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში იმყოფებოდა. როგორც მან მითხრა, თავდამსხმელებმა ჰკითხეს, თუ რატომ არის „ლელოში“ ლევან სამუშიასთან, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. არ ვიცი, ვინ დაესხა, ახლა არ გავაკეთებ არანაირ განცხადებას, ვინმემ მოაგზავნა თუ არა. ეს საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.