მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შეძენილი 5 ახალი ავტობუსი უკვე საქართველოში ჩამოვიდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ ავტობუსები მარნეულში ახლო მომავალში ჩამოვა. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი მიმართულებით ივლიან ახლადშეძენილი ავტობუსები. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტობუსების შესაძენად ტენდერი 19 მარტს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა...
"ჩვენ გავიგეთ, რომ მოლაპარაკების გზით ახმაჯის არხი გახსნეს და იმ არხის გასწვრივ სოფლები ირწყვება, კარგი იქნება, რომ ჩვენი არხის შესახებაც დაიწყონ მოლაპარაკებები ერგნეთში. რამდენჯერმე ვცადე, ხმა მიმეწვდინა, მაგრამ რა ვიცი, არ გამოვიდა. თუ სადმე ხმა მიგიწვდებათ, სთხოვეთ, რომ ერგნეთის მოლაპარაკების დროს, კუდუხანთკარის არხის საკითხიც იქნებ განიხილონ," - ამბობს ვაჟა კუდუხაშვილი. ის და მისი მეუღლე კასპის სოფელში მარტო ცხოვრობენ. ზაფხულობით კი,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საბავშვო ბაღის ორ ოთახში იატაკია ჩანგრეული. ამის შესახებ საბავშვო ბაღის დირექტორმა ინფორმაცია მერიას 2020 წლის 31 აგვისტოს მიაწოდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  როგორც მერიაში განმარტავენ, მიღებული ინფორმაციისთანავე შესაბამისი კომპანიების მოძებნა დაიწყეს. ინფრასტრუქტურის სამსახურში ფიქრობენ, რომ იატაკის გამოცვლა დაახლოებით 4 ათასი ლარი დაჯდება.
2020 წლის სექტემბრიდან კასპში ფარნავაზის ქუჩის სარეაბილიტაცი სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ტენდერი 9 სექტემბერს გამოცხადდა. კასპის მერიამ 525 000 ლარი გამოყო. გზის სიგრძე დაახლოებით 1,3 კმ-ია. ფარნავაზის ქუჩაზე წლების განმავლობაში ცემენტის ქარხნის მანქანები მოძრაობდა, თუმცა, 2020 წლის ზაფხულში გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, სატვირთო მანქანების მოძრაობა აღნიშნულ ქუჩაზე შეიზღუდა. ამავე მემორანდუმის მიხედვით, ცემენტის მანქანები ალტერნატიული გზის მონაკვეთით სარგებლობს. ფარნავაზის ქუჩის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას (ცემენტის მანქანების...
ქუთაისში მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ,,ქუთგანათების სერვისის" თანამშრომელი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. აღნიშნული სამსახური მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არ არის განთავსებული, შესაბამისად, მერიაში რაიმე ტიპის შეზღუდვა არ იგეგმება. სამსახურში სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელეს. დაინფიცირებულ პირთან კონტქაქტში მყოფ პირებს ტესტი ჩაუტარდათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კასპის მერის არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, "ევროპული საქართველოდან" გიორგი ხელაშვილი იბრძოლებს. გიორგი ხელაშვილი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს გორში გააცნო. როგორც პარტიაში აცხადებენ, მერობის კანდიდატს კასპელებს ადგილზეც გააცნობენ. დღეს ევროპულმა საქართველომ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან თარხნიშვილი დაასახელა. კასპის მერის არჩევნებზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი კანდიდატი ჰყავს. გიორგი ხელაშვილის კონკურენტი რაიონის ყოფილი გამგებელი, ლევან ნონიაშვილი იქნება. "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი ჯერ...
ხაშურის მერმა და მისმა მოადგილემ სურამში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და წინასაარჩევნო კამპანია გასწიეს. ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" შუალედურ ანგარიშშია მოცემული. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხი არ ჩანს, თუმცა გიორგი გურასპაშვილი და ზურაბ როსებაშვილი სურამში ნამდვილად იყვნენ. ,,27 აგვისტოს, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მისმა მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, მერმა ირიბად ისაუბრა იმაზე, რომ საპარლამენტო...
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც მოხვდა. ანგარიშში წერია, რომ აგვისტოში, ნინოწმინდის მერიაში თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით მასობრივად გაათავისუფლეს. ამის შესახებს სამხრეთის კარიბჭე წერს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISEF) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებს. მესამე შუალედურ ანგარიშში ნინოწმინდის მერიაში განვითარებული მოვლენები ისე შევიდა, როგორც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ...
8 სექტემბერს ახალციხის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან მემორანდუმი გააფორმა. GIZ–ი რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სამხედრო ბაზაზე მდებარე ავარიული შენობების დემონტაჟს დააფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართელობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა. მემორანდუმს ხელი ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ და გიზ-ის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ პროგრამის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ბაიერმა მოაწერეს. ახალციხის მერიის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს...
გორის მუნიციპალიტეტის მერია, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილის მიმდებარედ ტერიტორიას ასხვისებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების დროს ბავშვთა გასართობი პარკი ფუნქციონირებდა, თუმცა, წლების განმავლობაში ეს ადგილი უფუნქციოა. ტერიტორიის საერთო ფართობი 1472 კვადრატული მეტრია. საწყისი საპრივატიზებო თანხა კი მერიამ 90 000 ლარით განსაზღვრა. "აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება", - ირკვევა აუქციონის პირობებიდან. ელექტრონული აუქციონი...
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრის დროულად მინიჭება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ და მათ შესაძლებლობა მიეცეთ ჩაატარონ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია. „ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნას ისეთი პირობები, რითაც პოლიტიკურ პარტიებს მისცემს ყველა შესაძლებლობას...
გორში 3 ქუჩაზე დასასვენებელი სკვერების და სავარჯიშო ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა. მელიქიშვილის N15-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის უწყებამ 28 460 ლარი გაითვალისწინა. დასასვენებელი სკვერი და სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა მუსხელიშვილის ქუჩაზეც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 370 ლარის დახარჯვა იგეგმება. გარდა ამისა, თოიძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოებისთვის 19 485 ლარის დახარჯვა იგეგმება. აღნიშნული სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან.
გორში "გალაკტიონის ხეივანი" გასულ წელს გაკეთდა. სამუშაოები ევროკავშირის გრანტის ფარგლებში "ლომჭაბუკის" სკვერის რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდა. ინფორმაციას და ფოტოებს რადიო მოზაიკა ავრცელებს.  ამჟამად ხეივნის ტერიტორია დანაგვიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ნაგვის ურნები, მოქალაქეები ნარჩენებს ქვაფენილზე ყრიან. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, რომ ტერიტორიის დასუფთავება პერიოდულად ხდება, ამ შემთხვევაშიც შესაბამის ზომებს მიიღებენ. "სამწუხაროა, როცა მოქალაქეები არ უფრთხილდებიან ქალაქს და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი 2019 წელს დაიწყო და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, 240 ბავშვზე გათვლილი სკოლის პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას...
ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ტურისტული ლოკაცია შეემატა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისვლა დამთვალიერებლებს ახლა უკვე მოწესრიგებული გზით შეეძლებათ. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარეგანათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა. ისტორიული...
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ახლად შექმნილმა განყოფილებამ მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა 1 სექტემბრიდან საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 96-ე მუხლი ავალდებულებს. კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური შეიმუშავებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებს, ასევე უზრუნველყოფს მათ მართვას და მათი განხორციელების კონტროლს საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში უნდა დასაქმდეს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ