“ევროპულმა საქართველომ” კასპის მერობის კანდიდატად გიორგი ხელაშვილი წარადგინა

922

კასპის მერის არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება, “ევროპული საქართველოდან” გიორგი ხელაშვილი იბრძოლებს. გიორგი ხელაშვილი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს გორში გააცნო.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მერობის კანდიდატს კასპელებს ადგილზეც გააცნობენ.

დღეს ევროპულმა საქართველომ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან თარხნიშვილი დაასახელა.

კასპის მერის არჩევნებზე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი კანდიდატი ჰყავს. გიორგი ხელაშვილის კონკურენტი რაიონის ყოფილი გამგებელი, ლევან ნონიაშვილი იქნება.

“ქართულ ოცნებას” საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.