ქუთაისში მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ,,ქუთგანათების სერვისის” თანამშრომელი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
აღნიშნული სამსახური მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არ არის განთავსებული, შესაბამისად, მერიაში რაიმე ტიპის შეზღუდვა არ იგეგმება.
სამსახურში სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელეს.
დაინფიცირებულ პირთან კონტქაქტში მყოფ პირებს ტესტი ჩაუტარდათ და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.