გორში “გალაკტიონის ხეივანი” გასულ წელს გაკეთდა. სამუშაოები ევროკავშირის გრანტის ფარგლებში “ლომჭაბუკის” სკვერის რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდა. ინფორმაციას და ფოტოებს რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ამჟამად ხეივნის ტერიტორია დანაგვიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე განთავსებულია ნაგვის ურნები, მოქალაქეები ნარჩენებს ქვაფენილზე ყრიან.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, რომ ტერიტორიის დასუფთავება პერიოდულად ხდება, ამ შემთხვევაშიც შესაბამის ზომებს მიიღებენ.
“სამწუხაროა, როცა მოქალაქეები არ უფრთხილდებიან ქალაქს და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნაგვის ურნები, ნარჩენებს მაინც ძირს ყრიან”, – გვითხრა კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, “გალაკტიონის ხეივანი” გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის მარინა ჯალიაშვილის ინიციატივით გაიხსნა.