გორის მერია კომბინატის დასახლებაში ტერიტორიას ასხვისებს

361

გორის მუნიციპალიტეტის მერია, კომბინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილის მიმდებარედ ტერიტორიას ასხვისებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წინა ხელისუფლების დროს ბავშვთა გასართობი პარკი ფუნქციონირებდა, თუმცა, წლების განმავლობაში ეს ადგილი უფუნქციოა.

ტერიტორიის საერთო ფართობი 1472 კვადრატული მეტრია. საწყისი საპრივატიზებო თანხა კი მერიამ 90 000 ლარით განსაზღვრა.

“აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება”, – ირკვევა აუქციონის პირობებიდან.

ელექტრონული აუქციონი 16 სექტემბერს მთავრდება. ვაჭრობის ბიჯი 9 000 ლარია.