2020 წლის სექტემბრიდან კასპში ფარნავაზის ქუჩის სარეაბილიტაცი სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ ტენდერი 9 სექტემბერს გამოცხადდა.
კასპის მერიამ 525 000 ლარი გამოყო. გზის სიგრძე დაახლოებით 1,3 კმ-ია.
ფარნავაზის ქუჩაზე წლების განმავლობაში ცემენტის ქარხნის მანქანები მოძრაობდა, თუმცა, 2020 წლის ზაფხულში გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, სატვირთო მანქანების მოძრაობა აღნიშნულ ქუჩაზე შეიზღუდა.
ამავე მემორანდუმის მიხედვით, ცემენტის მანქანები ალტერნატიული გზის მონაკვეთით სარგებლობს.
ფარნავაზის ქუჩის მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას (ცემენტის მანქანების მოძრაობის აკრძალავას და გზის მოწესრიგებას) წლებია ითხოვდა. მერიამ გზის პროექტი 2019 წელს შეადგინა. ამ პროექტის საფუძველზე ტენდერი 1 წლის შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში, გამოაცხადეს.