ხაშურის სოფელ ცხრამუხის საბავშვო ბაღის ორ ოთახში იატაკი ჩანგრეულია

424

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის საბავშვო ბაღის ორ ოთახში იატაკია ჩანგრეული.
ამის შესახებ საბავშვო ბაღის დირექტორმა ინფორმაცია მერიას 2020 წლის 31 აგვისტოს მიაწოდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

როგორც მერიაში განმარტავენ, მიღებული ინფორმაციისთანავე შესაბამისი კომპანიების მოძებნა დაიწყეს.

ინფრასტრუქტურის სამსახურში ფიქრობენ, რომ იატაკის გამოცვლა დაახლოებით 4 ათასი ლარი დაჯდება.