გორში 3 ქუჩაზე სკვერები და სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა

940

გორში 3 ქუჩაზე დასასვენებელი სკვერების და სავარჯიშო ტრენაჟორების მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა.

მელიქიშვილის N15-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის უწყებამ 28 460 ლარი გაითვალისწინა.

დასასვენებელი სკვერი და სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა მუსხელიშვილის ქუჩაზეც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 370 ლარის დახარჯვა იგეგმება.

გარდა ამისა, თოიძის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოებისთვის 19 485 ლარის დახარჯვა იგეგმება.

აღნიშნული სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან.