თამაზ მეჭიაური თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ძალადობრივ პროცესებს  "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წარმომადგენლებს უკავშირებს და საკუთარი მძღოლის თვითმკველობის მცდელობაზე საუბრობს. გარდა ამისა, თიანეთის მერი, მეჭიაური ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სახელისუფლებო წარმომადგენელი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრია. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.  თიანეთის მუნიციპალიტეტის მართვაში "ოცნების" დამფუძნებლები არ არიან ჩართულები. მმართველ ძალას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები წარმოადგენენ, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან. სწორედ ისინი დომინირებენ...
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 - დადებითი ... ყველაფერი კარგად იქნება ! - წერს ჯაბა ჯიშკარიანი.
ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩების დახმარებით. კერძოდ, ბარამიძის, კაკაბაძის, ველისციხის, სადმელის, ჩარგლის გასასვლელისა და ირემაშვილის ქუჩების გამოყენებით. „ ამავე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით:...
ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო...
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაზე, „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატების, – ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს. „ბათუმელები“ საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა ჰკითხა, იცოდა თუ არა ამის შესახებ. სკოლის დირექტორი გია ბარამიძე ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ინფორმირებული რა არის. „ორი დღის წინ ვიყავი სკოლაში და არ იყო გაკრული. ვიცი რომ არ შეიძლება საარჩევნო...
ონში 28-29 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად ხელშეკრულება "ქართული ოცნების" შემომწირველის კომპანიასთან დაიდო. ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დადებული ორი ხელშეკრულების ღირებულება 4,1 მლნ ლარია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. ხელშეკრულების მიხედვით, ამ თანხით დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს და პროექტის შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები ჩატარდეს. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ ონში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ორი ხელშეკრულება შპს "ცოტნესთან" 16 სექტემბერს დადო. კომპანიის წილი თანაბრად ეკუთვნით...
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. თარხნიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ა(ა)იპები აქტიურად ეწევიან „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატის აგიტაციას. „ევროპულ საქართველოს“ კანდიდატის თქმით, გორში მერიის დასუფთავების სამსახურმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან მათი საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა. "2020 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ნათლად ჩანს, რომ...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის დროული გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქცია ლაშა ცუცქირიძის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამართეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმა მიზნად ისახავს დააშინონ „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, ოპოზიცია, რაც არ გამოუვათ. „ჩვენი აქ მოსვლის მიზანი არის არა ვინმეს შეურაცყოფა ან...
თბილისის მერმა კახა კალაძემ  "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს წარდგენაზე რჩევა მისცა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  "როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე, რომელიც მას (იოსებ ხახალეიშვილს) გამოადგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა უსმინო თანაქალაქელებს. ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება უცებ, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაციით და შეხვედრებით, საუბრით ადგილობრივ მოსახლეობასთან, შესაძლებლია  აუხსნა მათ რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რისი ხვალ, რა არის...
2020 წლის I და II კვარტალში, აჭარის  5 საკრებულოში პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიურ წევრებზე  ხელფასის სახით დაიხარჯა 710 925 ლარი დაიხარჯა. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 2018 წლის სექტემბრიდან ახორციელებს საკრებულოს წევრების აქტიურობის შეფასებას. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ორგანიზაცია სამი კრიტერიუმით აფასებს საკრებულოს წევრებს: ზოგადი შეფასება , საკრებულოს კომისიის სხდომებში, კომისიის წევრთა აქტიურობა, მთავარ სხდომებში საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასება. კომპონენტები მოიცავს ისეთ ქვე...
ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავისუფლდებიან. ცვლიელებების კანონპროექტი უკვე მზადაა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  დოკუმენტს დეპუტატები ერთი მოსმენით მიიღებენ. პლენარული სხდომა მომდოვენო  კვირაში გაიმართება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კოდექსში ცვლილელებების  პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მოისმენენ ასევე კომიტეტების წლიურ  ანგარიშებს.  6 კომიტეტის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება წინასწარ გაწერილი გრაფიკით მოხდება.  ბიუროს დღევანდელ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის წევრები ესწრებოდნენ.
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.  ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო” შპს “აილამა” შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “ შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით) შპს „ხევი“ შპს “ნ.გ ჰოლდინგი” შპს “იქს სტილი” შპს “არეანვეძა” შპს „სოლიდორთი“ ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების...
ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ვინსენტ დონტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ. „გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში...
გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც დემოკრატიასთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ბევრად წარმატებული გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ, „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა. „გარემოს დაცვა იქნება ჩემი მთავარი...
თბილისის მერის მოადგილემ და "ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ დედაქალაქის მერიის მიერ თბილისში პარკების მშენებლობის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. „უკვე 9 დიდი პარკი აღვადგინეთ და მიმდინარეობს დიდი პარკების აღდგენა ვარკეთილსა და გლდანში. პატარა სკვერებს არ ვგულისხმობ. მასშტაბური ღონისძიებების მთელი პროგრამა, რომელიც წლებზე გვაქვს გაწერილი, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. არაერთხელ მითქვამს, რომ დაახლოებით 90-ჯერ...
უახლოეს დღეებში ქალაქ წალენჯიხაში, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად დარეგისტრირებულ აბონენტებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. დღეს ერთ-ერთი რეგისტრირებული აბონენტის ოჯახში გაზგამანაწილებელი სისტემა დამონტაჟდა. სამუშაო პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნენ. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელს ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ