პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

756

“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. 

ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა:

შპს “იბერია ევრო პრო”
შპს “აილამა”
შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “
შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)
შპს „ხევი“
შპს “ნ.გ ჰოლდინგი”
შპს “იქს სტილი”
შპს “არეანვეძა”
შპს „სოლიდორთი“ ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)
შპს „ჯანმრთელი წყალი +“ (ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)
შპს „SHAKRO“ ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით.)
შპს „ჯი ემ პლასტიკ“
შპს “ტორო”
შპს „წალკა აგრო“
შპს „იმედი“
შპს “საქართველოს თაიგული”
შპს „აბაშის რძის ქარხანა“

შეგახსენებთ: სახელმწიფო პროექტი “აწარმოე საქართველოში” 2014 წელს დაიწყო და 2020 წლის 7 სექტემბრის მონაცემებით, პროექტის ფარგლებში, (ინდუსტრიული კომპონენტი:სასტუმროები ,საწარმოები) დამტკიცებული სესხების მოცულობამ 739,029,775 ლარი შეადგინა, ხოლო პროექტების ჯამური ინვესტიცია კი 1 ,290,240,362 ლარია. რაც შეეხება , მცირე და საოჯახო სასტუმროებს აქ 1,193 განაცხადი დაფინანსდა 12, 827,378 ლარით.