ქედაში სკოლის შენობაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებია გაკრული

720

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაზე, „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატების, – ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

„ბათუმელები“ საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა ჰკითხა, იცოდა თუ არა ამის შესახებ. სკოლის დირექტორი გია ბარამიძე ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ინფორმირებული რა არის.

„ორი დღის წინ ვიყავი სკოლაში და არ იყო გაკრული. ვიცი რომ არ შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა, გადავამოწმებ და თუ არის მოვახსნევინებ,“ – ამბობს დირექტორი, გია ბარამიძე.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან და მისი გამოყენება პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო აგიტაციისთვის ან საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის დაუშვებელია.

ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაში დაწყებითი საფეხურია განთავსებული.