თბილისის მერია: გამყრელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

499

ნაძალადევის რაიონში, გამყრელიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, სადმელის ქუჩის კვეთიდან ბარამიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩების დახმარებით. კერძოდ, ბარამიძის, კაკაბაძის, ველისციხის, სადმელის, ჩარგლის გასასვლელისა და ირემაშვილის ქუჩების გამოყენებით.

„ ამავე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტით: გამყრელიძის ქუჩაზე მოძრავი N62 ავტობუსი და მიკროავტობუსები – N21 და N126 გამყრელიძისა და ურეკის ქუჩების ნაცვლად, გუდამაყრისა და ჩარგლის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.