2020 წლის I და II კვარტალში, აჭარის 5 საკრებულოში პასიურ და მეტ-ნაკლებად პასიურ წევრებზე ხელფასის სახით დაიხარჯა 710 925 ლარი დაიხარჯა. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია 2018 წლის სექტემბრიდან ახორციელებს საკრებულოს წევრების აქტიურობის შეფასებას. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ორგანიზაცია სამი კრიტერიუმით აფასებს საკრებულოს წევრებს: ზოგადი შეფასება , საკრებულოს კომისიის სხდომებში, კომისიის წევრთა აქტიურობა, მთავარ სხდომებში საკრებულოს წევრთა აქტიურობის შეფასება.
კომპონენტები მოიცავს ისეთ ქვე კომპონენტებს როგორებიცაა: შეკითხვების დასმა, კომენტარების რაოდენობა, დისკუსიებში ჩართულობა, ინიციატივების რაოდენობა, მთავარ და კომისიის სხდომებში მონაწილეობის რაოდენობა, მოხსენებების რაოდენობა და ა. შ.