კანონპროექტი: აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან

431

ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავისუფლდებიან. ცვლიელებების კანონპროექტი უკვე მზადაა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

დოკუმენტს დეპუტატები ერთი მოსმენით მიიღებენ. პლენარული სხდომა მომდოვენო  კვირაში გაიმართება. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კოდექსში ცვლილელებების  პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები მოისმენენ ასევე კომიტეტების წლიურ  ანგარიშებს.  6 კომიტეტის ერთწლიანი მუშაობის შეჯამება წინასწარ გაწერილი გრაფიკით მოხდება.  ბიუროს დღევანდელ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის წევრები ესწრებოდნენ.