კახა კალაძის რჩევა ქუთაისის მერობის კანდიდატს

433

თბილისის მერმა კახა კალაძემ  “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატს წარდგენაზე რჩევა მისცა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

“როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა რამდენიმე რჩევა მივცე, რომელიც მას (იოსებ ხახალეიშვილს) გამოადგება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა უსმინო თანაქალაქელებს. ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება უცებ, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაციით და შეხვედრებით, საუბრით ადგილობრივ მოსახლეობასთან, შესაძლებლია  აუხსნა მათ რისი გაკეთება შეგვიძლია დღეს, რისი ხვალ, რა არის პრობლემა და რის გაკეთებას ვერ ვახერხებთ დღეს. იყო მერი, არ არის პრივილეგია, ეს არის ხალხის მსახურება”, –  მიმართა კახა კალაძემ  ქუთაისის მერობის კანდიდატს.

პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ქუთაისის მაჟორიტარად საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და კლინიკა “ელჯის” მფლობელი ზაზა ლომინაძე წარადგინა.

კანდიდატების წარდგენას პრემიერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ,,ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ქუთაისში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომაგენლები დასწრნენ.

მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ისე დასრულდა, მთავრობის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.