გარემოს დაცვა ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც დემოკრატიასთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ბევრად წარმატებული გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-10 ნომერმა მაია ბითაძემ, „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„გარემოს დაცვა იქნება ჩემი მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია, როგორც დემოკრატიასთან, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და ბევრად წარმატებული გავხადოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, სწორედ ეს იქნება მთავარი ხაზი, რაც ჩემთვის პრიორიტეტული იქნება.
ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების პარალელურად, როგორც გარემოს დაცვის, რაც თავის თავში მოიცავს სწორ ქალაქგეგმარებას, სწორ მიმართულებებს საწარმოო ობიექტებისთვის, ჰაერის დაცვას, ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებას, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა მაია ბითაძემ
მაია ბითაძის თქმით, სწორედ გარემოს დაცულობა და არსებული რესურსების უკეთ გამოყენება განაპირობებს ცხოვრებისა და ბედნიერების ხარისხის მაღალ კოეფიციენტს.
როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის და ზოგადად დემოკრატიის განვითარებაში, გარემოს დაცვას და ადამიანის უფლებებს ძალიან დიდი როლი აქვს და სწორედ ეს იქნება მისი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი.