ლევან თარხნიშვილი „ოცნებას“ გორი-კასპის ოლქში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს

511

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტრი დეპუტატობის კანდიდატი ლევან თარხნიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

თარხნიშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ა(ა)იპები აქტიურად ეწევიან „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატის აგიტაციას.

„ევროპულ საქართველოს“ კანდიდატის თქმით, გორში მერიის დასუფთავების სამსახურმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან მათი საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა.

“2020 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ისევ ნაცადი ხერხებით – ძალდობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ცდილობას ფონს გასვლას. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ფაქტი:

1. თამარ კანდელაკი ოცნების აგიტატორი – ე.წ. „უფასო წამლების“ აქციაში მონაწილეთა სიაში შესატან ადამიანებს ახარისხებდა პარტიული სიმპატიების მიხედვით და ოპოზიციის მომხრეებს ემუქრებოდა, რომ თუ აზრს არ შეიცვლიდნენ ვეღარ მიიღებდნენ კუთვნილ მედიკამენტებს;

2. ქ. გორში საზოგადოებრივი ტრანპოსტის გაჩერებებიდან ჩამოხეული იქნა ევროპულული საქართველოს და მისი მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატები. მიზეზად დასახელდა, რომ ეს არის სარეკლამო სივრცე და მასზე მხოლოდ შესაბამისი რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა, ამავე დროს დასუფთავების სამსახურმა ხელი არ ახლო ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატს;

3. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ა(ა)იპიები აქტიურად ეწვიან „ქართული ოცნების“ და მისი კანიდატის აგიტაციას. მაგალითად ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ბლანკი, რომლითაც „ამპუტანთა საფეხბურთო კლუბი“ მმართველი პარტიის დავალებით აგროვებს „მომხრეების“ პირად მონაცემებს.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ნახსენები დარღვევებიდან განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ბოლო, როდესაც არამარტო ირღვევა კანონი, არამედ კონკრეტული მორწყვლადი ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები გამოიყენება ასევე სახელმწიფო ფულით და თანამდებობით გამდიდრებული ადამიანის საარჩევნო კამპანიისთვის.

სწორედ ესაა “ქართული ოცნების” სახე – ადამიანების იგნორირება, მოპარული ფული, გამდიდებული ბიურაკრატები, სახელმწიფო რესურსის ხარჯვა, ზეწოლა და ორმაგი სტანდარტი,”- აცხადებს თარხნიშვილი.