უახლოეს დღეებში ქალაქ წალენჯიხაში, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად დარეგისტრირებულ აბონენტებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს ერთ-ერთი რეგისტრირებული აბონენტის ოჯახში გაზგამანაწილებელი სისტემა დამონტაჟდა.
სამუშაო პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნენ.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელს ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი და მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური. 2 897 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს გაზი არასდროს ჰქონია, მოსახლეობას მხოლოდ გაზგასამართი სადგურებიდან შეეძლოთ გაზის ავზებით ესარგებლა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სსახელმწიფო რწმუეულის ადმინისტრაციის ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სამწლიანი გეგმის ფარგლებში 13 ადმინისტრაციული ერთეული გაზიფიცირდება. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდება. სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევის მიზნით, შემცირდა აბონენტად რეგისტრაციის საფასური, რაც 400 ლარს შეადგენს (განვადების შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი შეადგენს 25 ლარს.) შპს „SOCAR- GEORGIA“ გაზის წარმომადგენლების თქმით, ბუნებრივი გაზის აბონენტები ამ თანხას გადაიხდიან ეტაპობრივად – განვადებით, 16 თვის განმავლობაში.